მიხეილ სააკაშვილი: 19 სექტემბერს კიევში ჩავალ

მიხეილ სააკაშვილი: 19 სექტემბერს კიევში ჩავალ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ჩერნოვცში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის კიევში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას Rbc ავრცელებს.

პოლიტიკოსი კიევში ჩასვლას 19 სექტემბერს გეგმავს.

"კიდევ რამდენიმე ქალაქს მოვივლით. შემდეგ კი კიევში ჩავალთ. რამდენადაც შევიტყვე, 19 სექტემბერი კიევის მფარველის, მთავარანგელოზ მიქაელის დღეა. კიევი აუცილებლად უნდა გადავარჩინოთ! "- განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რამდენიმე კვირაში მისი თანამოაზრეები "ბევრად მეტი იქნებიან". სააკაშვილი პირობას დებს, რომ ცოტა ხნის შემდეგ "ყველაფერი დასრულდება და „შეგინის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიხსნება.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, პოლონეთის მხრიდან, შეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტით გადავიდა უკრაინაში და ახლა ლვოვში იმყოფება. უკრაინაში, აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებითაა აღძრული.

მორგან ფრიმენმა მისი მისამართით სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებები უარყო

მორგან ფრიმენმა მისი მისამართით სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებები უარყო

5 წუთის წინ

"ძალიან შეწუხებული ვარ იმით, რომ ჩემი ცხოვრების 80 წელიწადი, თვალის ერთი დახამხამებით შესაძლოა დაანგრიოს მასმედიამ. აგრეთვე მინდა გულახდილი ვიყო: ქალებისთვის სახიფათო სამუშაო გარემო არ შემიქმნია, მე მათ თავს არ დავსხმივარ. მათთვის, სექსის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237