კონგრესმენი პიტერ როსკამი: საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა წარმატებულია

კონგრესმენი პიტერ როსკამი: საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა წარმატებულია

„განვიხილეთ რიგი საკითხები, რომელიც საქართველოს, მისი ეკონომიკისა და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეეხება“,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატასთან არსებული „დემოკრატიის პარტნიორობის პალატის“ თავმჯდომარემ, პიტერ როსკამმა, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პიტერ როსკამის შეფასებით, ქართველ დეპუტატებთან პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა. 

კონგრესმენის განცხადებით, განხილვის მთავარი თემა წარმატებული ორმხრივი ურთიერთობა იყო.

„ვისაუბრეთ ჩვენს მეგობრობის შესახებ - როგორც საკანონმდებლო ორგანოებს, ასევე, როგორც მოკავშირე ქვეყნებს შორის. მთავარი თემა ამ ვიზიტისა იყო, თუ რამდენად წარმატებულად ვითარდება და როგორ გაგრძელდება ეს პროცესი“,- განაცხადა პიტერ როსკამმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს, ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი პრესსამსახური ავრცელებს. 

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

1 საათის წინ

"მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას", - განაცხადა პრეზიდენტმა სამხედრო ფიცის დადების დასრულების შემდეგ.  შეგახსენებთ, დღეს, საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სამხედრო ფიცის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237