გურჯაანის მერობის კანდიდატი: სიამოვნებით ვიღებ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე!

გურჯაანის მერობის კანდიდატი: სიამოვნებით ვიღებ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე!

,ქართული ოცნების’’ მერობის კანდიდატმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში არჩილ ხანდამაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო,- ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.   

,,სოფელ კახიფარიდან დავიწყე ჩემი შეხვედრები ამომრჩეველთან. ადგილობრივების ძირითადი თხოვნა ინფრასტრუქტურული პრობლემების გადაჭრაა. მე, თითოეულ ჩემ თანამოქალაქესთან ერთად შევძლებ, რომ სოფელში არსებული გამოწვევები იქნეს გადალახული და ჩემი მერობის შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდები მათ მხარდაჭერას,“ - განაცხადა არჩილ ხანდამაშილმა.

მერობის კანდიდატის განცხადებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტს გააჩნია განვითარების პოტენციალი და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ამ მიმართულებებით აქტიურად დაიწყებს მუშაობას.

,,ვამაყობ, რომ გურჯაანში „ქართულმა ოცნებამ“ ნდობა გამომიცხადა და მერობის კანდიდატად დამასახელა. სიამოვნებით ვიღებ ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ვფიქრობ, რომ ერთობლივი მუშაობით შევძლებთ ქალაქში არსებული პოტენციალის ათვისებას, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის მიმართულებით,’’ – აღნიშნა გურჯაანის მერობის კანდიდატმა.

მერობის კანდიდატმა შეხვედრები რამდენიმე საოჯახო მარანში, სოფელ შაშიანში, სოფელ კალაურში, ვაჩნაძიანსა და ვაზისუბანშიც გამართა.
„ჩემი მიზანია, რაიონში სოფლის მეურნეობის განვითარება უფრო სწრაფი ტემპებით განხორციელდეს. ჩემი პროგრამის ერთ-ერთი ნაწილი სწორედ საოჯახო მარნების მიერ დაყენებული ქვევრის ღვინის განვითარებაა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ქვევრის ღვინოების ცნობადობის

ამაღლებას, ეკონომიკურ წინსვლასა და ადგილობრივად, სოფელში დოვლათის შექმნას,“ - განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.
 

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

5 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237