გურიაში სოფელ ოზურგეთისა და სოფელ გურიანთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გურიაში სოფელ ოზურგეთისა და სოფელ გურიანთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილესთან, ბადრი გობრონიძესთან ერთად, სოფელ ოზურგეთისა და სოფელ გურიანთის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს.  


მიმდინარეობს 2კმ. და 560 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა. სამუშაოებით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან გადასასვლელების მოწყობა.

პროექტი, რომლის ღირებულება 1 98 000 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

" დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ორი თემის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქ ადგილობრივების ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა სწორედ გზის მშენებლობა გახლდათ. პროექტი 2 ეტაპიანია და გზის ნაწილი გასულ წელს შეკეთდა. წელს კი მიმდინარეობს 1 კმ. და 460 მ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია.

სამუშაოები დასასრულს უახლოვდება და ამიერიდან ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება კომფორტული გახდება"- განაცხადა გუბერნატორმა.

თუშეთის საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60 წლამდე კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო

თუშეთის საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60 წლამდე კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო

14 წუთის წინ

 გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანია "გერალის" თანამშრომელი იყო, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა. ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის თქმით, მძღოლმა სატვირთო მანქანა მეწყერსაშიშ ადგილზე გააჩერა, რა დროსაც გზა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237