წინანდლის მამულში ჩადებული ინვესტიცია 50 მილიონ დოლარს აღემატება

წინანდლის მამულში ჩადებული ინვესტიცია 50 მილიონ დოლარს აღემატება

2019 წლის კლასიკური მუსიკის ფესტივალის დაარსება წინანდალში ლეგენდარული დირიჟორის, ისრაელის ფილარმონიის ორკესტრის და ხატია ბუნიათიშვილის კონცერტით აღინიშნება.

კონცერტამდე ერთი დღით ადრე ფესტივალის ორგანიზატორებმა საატუმრო "რედისონში" პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყვნენ ასევე ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებლები ავი შოშანი და მარტინ ენგსტროემი. სწორედ კერძო სექტორის და საქართველოს მთავრობის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია, ის რომ 2019 წლიდან წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურის და განათლების ცენტრად გადაიქცევა. 

 

მუსიკალური აკადემიის დააფუძნება ერთ -შემადგენელია იმ დიდი გეგმისა, რომელზეც კომპანია "სილქ როუდ ჯგუფი" პარტნიორებთან ერთად 10 წელზე მეტია მუშაობს.  ამ პერიოდის განმავლობაში წინანდლის მამულში 50 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, ჩატარდა მუზეუმის და ბაღის რეაბილიტაცია, აღდა ისტორიული ვენახები, აშენდა თანამედროვე ღვინის ქარხანა, აშენდა 1200 მსმენელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი. 2018 წელს კი, მუზეუმის მახლობლად 140  ნომერზე გათვლილი სასტუმრო "რედისონი" გაიხსნება. 

 

"ეს კეთდება ქართული საზოგადოებისთვის, ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მომავალი თაობებისთვის. მე მჯერა, რომ წინანდალი გახდება საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურის და განათლების ცენტრი", -  განაცხადა კომპანია "სილქ როუდის" დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა.

 

 

 ნოდარ ჩაჩუა: გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა, ჩემი სახლიდან მარიხუანას გარდა არაფერი ამოუღიათ

ნოდარ ჩაჩუა: გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა, ჩემი სახლიდან მარიხუანას გარდა არაფერი ამოუღიათ

1 საათის წინ

"პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც ამ თითქმის 48 საათის განმავლობაში ჩემზე იფიქრა და იდარდა. კარგად გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა:)) მადლობა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის წყალობითაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237