არა წამებას!-საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა, მიანმარში მიმდინარე ოპერაცია გააპროტესტეს (ფოტორეპორტაჟი)

არა წამებას!-საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა, მიანმარში მიმდინარე ოპერაცია გააპროტესტეს (ფოტორეპორტაჟი)

დღეს,  საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა,  თბილისში, პარლამენტის შენობის წინ  მიანმარში მუსლიმი როჰინჯას ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ლოზუნგით "არა უსამართლობას!" "არა წამებას" -  გააპროტესტეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გაეროს და  ევროპის ქვეყნებს მოუწოდეს  დროულად მიიღონ საჭირო და ადეკვატური ზომები აგრესიის შესაძერებლად.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მორწმუნე მუსლიმებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი იყო.

ცნობისთვის, მიანმარში დაძაბულობა 2017 წლის 27 აგვისტოს დაიწყო. როდესაც მუსლიმურმა დაჯგუფებამ პოლიციის გამშვებ პუნქტებსა და სამხედროების ბაზებზე კოორდინირებული შეტევა განახორციელა.

გაეროს შეფასებით მიანმარში მუსლიმი როჰინჯას ჯგუფის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაცია ეთნიკური წმენდაა.

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესმა კომისარმა, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინმა მიანმარის ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ჩრდილოეთის შტატ რაკჰაინში გაერო-ს დამკვირვებლების შესვლა უზრუნველყოს, სადაც მიანმარის არმიასა და მუსლიმებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. 

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

5 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237