ბურჯანაძე იზორიას: წვრთნები აფხაზეთსა და ოსეთში საშიშია და თბილისში ამერიკული ტანკები არა?!

ბურჯანაძე იზორიას: წვრთნები აფხაზეთსა და ოსეთში საშიშია და თბილისში ამერიკული ტანკები არა?!

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზოირას მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან აფხაზეთში მიმდინარე წვრთნებს არასტაბილურობისა და საფრთხისშემცველი მოვლენა უწოდ, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე პასუხობს. 

"ძალიან ცდება ბატონი იზორია, თუ თვლის, რომ იგი მხოლოდ მავთულხლართს აქეთ დარჩენილი ტერიტორიის თავდაცვის მინისტრია. იგი უნდა თვლიდეს თავს ვალდებულად, რომ საკუთარი ქვეყნის აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების თვალითაც შეხედოს შექმნილ ვითარებას. ამის გარეშე შეუძლებელია აფხაზებსა და ოსებთან ურთერთობის დარეგულირება.

იმ შემთხვევაში თუ ბატონი იზორია საფრთხისშემცველად მიიჩნევს აფხაზეთში ჩატარებულ წვრთნებს მაშინ აფხაზებისა და ოსების მხრიდან, როგორ შეაფასებდა იგი საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებულ უკანასკნელ საწვრთნელ მოქმედებს, რომლის დროსაც ამერიკული ჯავშანტექნიკა ამერიკული დროშებით საჩვენებლად დადიოდა ქვეყნის უმთავრეს მაგისტრალზე. გაუჩენდა თუ არა ეს ყველაფერი ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს არასტაბილურობისა და საფრთხის განცდას?!“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

5 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237