იან ბონდი:დასავლეთის ქვეყნები,რუსეთის ქმედებების შესახებ,საკმარისად ინფორმირებული არ არიან

იან ბონდი:დასავლეთის ქვეყნები,რუსეთის ქმედებების შესახებ,საკმარისად ინფორმირებული არ არიან

საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები და რეგიონული გამოწვევები, ამ საკითხების შესახებ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე მსჯელობენ. ღონისძიებაზე უსაფრთხოებისა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან ერთად, მაღალი რანგის დიპლომატებიც მონაწილეობენ.

"თუ გინდათ, რომ ხალხმა გაიგოს, რომ რუსეთი კვლავ იტაცებს თქვენს ტერიტორიებს, მოძებნეთ გზები, რომ ამ საკითხს უფრო მაღალი დონის ინტერესი მიანიჭოთ", - აღნიშნულის შესახებ, საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ევროპული რეფორმების ცენტრის დირექტორმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში იან ბონდმა განაცხადა.

"ჩემი აზრით, დასავლეთის ქვეყნები და ხელისუფლებები საკმარისად ინფორმირებული არ არიან რუსეთის ქმედებების შესახებ. ალბათ, საქართველოს ხელისუფლებამ მათ უფრო მეტი ცნობა უნდა მიაწოდოს. შესაძლოა, დასავლელ ჟურნალისტებს აჩვენონ, თუ როგორ აგრძელებს რუსეთი გამყოფი ხაზის გადმოწევას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და თუ გინდათ, რომ ხალხმა გაიგოს, რომ რუსეთი კვლავ იტაცებს თქვენს ტერიტორიებს, მოძებნეთ გზები, რომ ამ საკითხს უფრო მაღალი დონის ინტერესი მიანიჭოთ", - აცხადებს ბონდი.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

1 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176