გერმანიის ხელისუფლებამ ავღანელების დეპორტაცია განაახლა

გერმანიის ხელისუფლებამ ავღანელების დეპორტაცია განაახლა

გერმანიის ხელისუფლებამ სამშობლოში ავღანელების დეპორტაცია განაახლა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

გერმანიიდან რვა მიგრანტის დეპორტაცია განხორციელდა. ისინი ქვეყნიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც სასამართლომ აპელაცია უარყო.

გერმანიის პროკურატურის განცხადებით, მათ სამშობლოში ბრალი სერიოზულ დანაშაულებებში წაუყენეს. მას შემდეგ რაც, მიგრანტების თვითმფრინავი ქაბულს მიუახლოვდა, სამართალდამცავებმა ისინი დააკავეს.

ანგელა მერკელის განცხადებით, მხოლოდ იმ პირების დეპორტაცია ხორციელდება, რომლებიც დანაშაულში არიან ჩართულები და ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან. ეს ბოლო თვეების განმავლობაში გერმანიიდან ავღანელების პირველი მასობრივი დეპორტაციაა.

ამერიკის დელეგაცია სამიტის მოსამზადებლად ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა

ამერიკის დელეგაცია სამიტის მოსამზადებლად ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა

2 საათის წინ

აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჩრდილოეთ კორეაში, სონ კიმმა სამიტის მომზადების გზამკვლევი გაიხსენა. როგორც გამოცემა წერს, მან უკვე გადალახა საზღვარი და გეგმავს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ჩჰვე სონ ჰის შეხვდეს. სონ კიმი და ჩჰვე...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237