ბრინქი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა უნდა ვაჩვენოთ

ბრინქი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა უნდა ვაჩვენოთ

საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები და რეგიონული გამოწვევები, ამ საკითხების შესახებ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე მსჯელობენ. ღონისძიებაზე უსაფრთხოებისა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან ერთად, მაღალი რანგის დიპლომატებიც მონაწილეობენ.

როგორც ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯით ბრინქი, საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში აცხადებს, აშშ-მა, პოლიტიკურ დონეზე, საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ძლიერი მხარდაჭერა უნდა გამოავლინოს.

"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმის კეთება, რასაც ვაკეთებდით, ესაა ყველაფრის გაკეთება, რაც შეგვიძლია პოლიტიკურ დონეზე, რომ ვაჩვენოთ ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს, მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ვიცეპრეზიდენტმა პენსმა, რომელიც ივლისის ბოლოს იმყოფებოდა საქართველოში, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეერთებული შტატების მხარდაჭერას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს მხარდაჭერის სხვა მექანიზმებიც და ვამაყობთ მათი გაგრძელებით.

დღეს გამოქვეყნდა სტრატეგიული უსაფრთხოების მოლაპარაკებების შესახებ განცხადებაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი შეერთებული შტატებისა და საქართველოსთვის, რომ განიხილონ ორმხრივი უსაფრთხოების საკითხები, რომლებიც მოიცავს საქართველოს უდიდეს დახმარებას ავღანეთში და ასევე ორმხრივ ძალისხმევას, რომ გაძლიერდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობა", - აღნიშნავს ბრინქი.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

1 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176