ახვლედიანი:"ნაცმოძრაობა" ამტკიცებს, რომ მათი შექმნილი საარჩევნო სისტემა დემოკრატიის გათელვაა

ახვლედიანი:"ნაცმოძრაობა" ამტკიცებს, რომ მათი შექმნილი საარჩევნო სისტემა დემოკრატიის გათელვაა

"ყოველ ჯერზე გაოცებული ვრჩები იმ უტიფრობით, რომლითაც "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ამტკიცებს, რომ თურმე მათ მიერვე შექმნილი დღევანდელი საარჩევნო სისტემა დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვაა", - ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანმა ტელეკომპანია "პირველთან" განაცხადა.

"რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ "ნაცინალური მოძრაობა", რომ ამბობს ამას, მუდმივად გაოცებული ვრჩები, როგორი თავხედობა ყოფნით ამისათვის, მაგრამ ეს არის ჩვენი რეალობა", - განაცხადა ახვლედიანმა. 

მისივე თქმით, ოპოზიციას არავითარი განსაკუთრებული იმედი არ გააჩნია, იმისა რომ ხელისუფლება კონსტიტუციასთან დაკავშირებით რაიმე დათმობაზე წავა. 

"რასაც ესენი აკეთებენ ბოლო 9 თვის განმავლობაში, საკონსტიტუციო კომისიის დაწყებიდანვე, ამ ყველაფრის შემხედვარე, არაფერი განსაკუთრებულის იმედი არ გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ ჩვენ პროცესებს გარედან უნდა დავაკვირდეთ, ჩავიქნიოთ ხელი.ყოველელდღიურ რეჟიმში, ახალახალ ეტაპზე აგვყავს ის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი თემა, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებები ჰქვია", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა. 

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

გია ნოდია: სამ წლამდე "ოცნების" ვერცერთმა პრემიერმა ვერ გაძლო

21 წუთის წინ

„კონსტიტუცია მოითხოვს რომ, უმაღლესი თანამდებობის პირი იყოს პრემიერი, მაგრამ რეალურად არცერთი პრემიერი არ ყოფილა უმაღლესი პოლიტიკური ლიდერი ყველა გულისხმობდა ამას და ირიბად ამბობდა "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც, რომ საბოლოო...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186