კურტ ვოლკერი: საქართველომ რუსულ აგრესიასთან ბრძოლა წარმატებული რეფორმებით უნდა შეძლოს

კურტ ვოლკერი: საქართველომ რუსულ აგრესიასთან ბრძოლა წარმატებული რეფორმებით უნდა შეძლოს

ამერიკის მაკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ რუსულ აგრესიასთან წინააღმდეგ ბრძოლა საქართველომ წარმატებული რეფორმების განხორციელებით უნდა შეძლოს. როგორც მან ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს განუცხადა, საქაღთველო მიმზიდველი  უნდა იყოს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვისაც, რადგან წარმატების შემთხვევაში, ეს რეგიონები რეინტეგრაციის გზების ძიებას დაიწყებენ.

"შეერთებული შტატების თანამშრომლობა საქართველოსთან მუდმივად ვითარდება. ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტი და მის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩემი აზრით, შესანიშნავი იყო. ვხედავთ სამხედრო თანამშრომლობასა და სწავლების გაძლიერებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, გაუმჯობესდება ბიზნესგარემოც და ვნახავთ უფრო მეტ ამერიკულ ინვესტიციას, რადგან მიმაჩნია, რომ ესეც მნიშვნელოვანი დინამიკაა ურთიერთობებში.

რაც შეეხება რუსულ აგრესიასთან ბრძოლას, საქართველოს შემთხვევა ისაა, რომ ის უნდა იყოს წარმატებული, როგორც ქვეყანა. უნდა განხორციელოთ რეფორმები, გაზარდოთ ეკონომიკური განვითარება, გქონდეთ საუკეთესო აეროპორტი, უნივერსიტეტი, ჯანდაცვა, თქვენ უნდა იყოთ მიმზიდველი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვისაც. რაც უფრო მეტად იქნება საქართველო წარმატებული, მით უფრო მეტად დაიწყებენ ეს რეგიონები რეინტეგრაციის გზების მოძებნას",-განაცხადა ვოლკერმა. 

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

1 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176