ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ცესკოს თავმჯდომარე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ. ცესკოს თავმჯდომარემ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ისაუბრა რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ტრენინგების და ინოვაციური სერვისების შესახებ, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს და ჩართულ მხარეებს სთავაზობს. შეხვედრის მონაწილეებმა წინასაარჩევნო გარემოზეც იმსჯელეს.

OSCE/ODIHR-მა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელება დღეიდან დაიწყო. გრძელვადიანი მისია დააკვირდება როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე არჩევნების მიმდინარეობას. OSCE/ODIHR-ის გრძელვადიან მისიაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქვეყნის 22 დამკვირვებელი, ხოლო უშუალოდ არჩევნებს 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება. 

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

ძლიერი წვიმის გამო, დუშეთის რაიონში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები

6 საათის წინ

"დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. სულ შემოსულია 22 შეტყობინება. ამ წუთებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები, დაშავებულები არ არიან. ამ დროისთვის წვიმს საქართველოს...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212