რურუა სააკაშვილზე: ნებისმიერ ადამიანს, შეიძლება მოუძებნო მიზეზი, რატომაც შეიძლება ის ციხეში ჩასვა

რურუა სააკაშვილზე: ნებისმიერ ადამიანს, შეიძლება მოუძებნო მიზეზი, რატომაც შეიძლება ის ციხეში ჩასვა

"ნებისმიერ ადამიანს, დაწყებული ძველი დროიდან, შეიძლება მოუძებნო მიზეზი რატომაც შეიძლება ის ციხეში ჩასვა", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა რურუა ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებთან დაკავშირებით აცხადებს. 

"კარდინალი რიშელიე, რომელიც არა მხოლოდ ლიტერატურული გმირია, არამედ ნამდვილი პოლიტიკოსი იყო "მომეცით ნებისმიერი ადამიანის დაწერილი 3 სტრიქონი და იქ ვიპოვი მიზეზს, რომ ის ჩამოვახრჩოო". ამიტომ კანონის უზენაესობა უნდა ავაშენოთ, მაგრამ უნდა მოვიქცეთ დისკრეციის ძალიან ფრთხილი გამოყენებით. 

სააკაშვილი კოსტუმების გამოა, გვირგვინების გამოა, საპნის გამოა, ეს ძალიან სასაცილოა. თავს ჭრის ეს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ნიკა რურუამ. 

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

1 საათის წინ

"მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას", - განაცხადა პრეზიდენტმა სამხედრო ფიცის დადების დასრულების შემდეგ.  შეგახსენებთ, დღეს, საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სამხედრო ფიცის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237