დენიელ ფრიდი: რუსული პროპაგანდა საქართველოში დიდი პრობლემაა

დენიელ ფრიდი: რუსული პროპაგანდა საქართველოში დიდი პრობლემაა

საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები და რეგიონული გამოწვევები, ამ საკითხების შესახებ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე მსჯელობენ. ღონისძიებაზე უსაფრთხოებისა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან ერთად, მაღალი რანგის დიპლომატებიც მონაწილეობენ.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების პოლიტიკის კოორდინატორი დენიელ ფრიდი, საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში აცხადებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს საქართველოც დაუკავშირონ.

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დავუკავშიროთ საქართველოც. მიზეზი კი ისაა, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი შეთანხმდა, რომ სანქციებს მოხსნიან, თუ რუსეთი დონბასიდან გავა. ამ პირობების დარღვევა ძირისგამომთხრელი იქნება ჩვენი სიტყვებისთვის. ეს რუსეთია, რომელიც ამბობს იმას, რასაც არ გულისხმობს და არა ჩვენ.

მიუხედავად ამისა, ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, ჩემი აზრით, ძალიან კარგი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორი დაინტერესებულია შტატები მსოფლიოს ამ ნაწილში თავისუფლებით.

რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, ის დიდი პრობლემაა საქართველოში, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირშიც. შეერთებული შტატების ხელისუფლება მხოლოდ ახლა იწყებს რუსული გამოწვევების სიღრმის გაცნობიერებას. ისინი იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს. Russia Today კი პროპაგანდის კლასიკური მაგალითია. ჩვენ უნდა მოვძებნოთ საშუალებები მათ შესაჩერებლად", - აცხადებს ფრიდი.

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

2 საათის წინ

„შეიარაღებული ძალების მეექვსე ფრონტის სივრცითი ფორმირება აუცილებელია...დედამიწის მიღმა ჩვენი ბედი არა მხოლოდ ეროვნული იდენტობის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა ტრამპმა. "ჩვენი პოლიტიკის საბჭო აღნიშნულ საკითხთან...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212