მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში ქუთაისში ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა

მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში ქუთაისში ჟურნალისტებთან შეხვედრა გაიმართა

მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის უცხოელმა წარმომადგენლებმა იმ შედეგებზე ისაუბრეს, რაც იმერეთის ახალ რეგიონალურ ნაგავსაყრელზე ამ დროისთვის ხორციელდება,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 

კოხის ტერიტორიაზე არსებული ახალი ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოების „მყარი ნარჩენების მართვის კომპანის“ მიერ ხორციელდება. რომელიც ფინანსდება საქართველო-გერმანიის თანაშრომლობის, kfw, ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის საერთო ინვესტიცია  26 მილიონ ლარს შეადგენს.

პროექტის წარმომადგენლის რენე ბუსტენის განცხადებით, ახალი ნაგავსაყრელი დაახლოებით ორ წელიწადში გაიხსნება, რის შემდეგაც  ნიკეას ნაგავსაყრელი დაიხურება. მისივე განცხადებით, ნაგავსაყრელის შესახებ ესაუბრნენ მოსახლეობას, რომელთაც პრობლემა ქონდათ ადგილზე ნაგავსაყრელის მოწყობის გამო, ასევე მიაწოდებს ინფორმაცია ნაგავსაყრელის მუშაობისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ.

"ამ მომენტისათვის ჯერ კიდევ ოთხი ნაგავსაყრელი არის დარჩენილი, რომელიც ჯერ კიდევ არ დახურულა, მიმდინარეობს მუშაობა გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე და მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში დაიხურება ის ოთხი ნაგავსაყრელიც და გაიხსნება ახალი", - ამბობს ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის წარმომადგენელი, ბენე ბუსტენი. 

მისივე თქმით, ისინი ასევე, მუნიციპალიტეტებთან რეგიონებში სეპარირებული, განცალკევებული სისტემის დანერგვაზე მუშაობენ

თუშეთის საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60 წლამდე კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო

თუშეთის საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60 წლამდე კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო

15 წუთის წინ

 გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანია "გერალის" თანამშრომელი იყო, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა. ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის თქმით, მძღოლმა სატვირთო მანქანა მეწყერსაშიშ ადგილზე გააჩერა, რა დროსაც გზა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237