ელისაშვილი: სახელისუფლებო პარტია წინასაარჩევნოდ ჩამოუვლის ხოლმე ბიზნესმენებს და ჩამოპარსავს

ელისაშვილი: სახელისუფლებო პარტია წინასაარჩევნოდ ჩამოუვლის ხოლმე ბიზნესმენებს და ჩამოპარსავს

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" შემომწირველები ძირითადად ბიზნესმენები არიან, რომლებიც არჩევნების დასრულების შემდეგ შეწირულობის ნაცვლად ტენდერების მოგებას ითხოვენ. 

"როგორ ხდება ხოლმე ხომ იცით, სახელისუფლებო პარტიას ქვეყნის ფული აქვს თვითონ, ჩამოუვლის ხოლმე ბიზნესმენებს, ჩამოპარსავს და მერე რა ხდება? გამოართმევს წინასაარჩევნოდ ფულს, მერე წავლენ და ის ბიზნესმენები სანაცვლოდ ითხოვენ ტენდერებს. მათი 7 მილიონი ჩამოპარსული ფულია. მერე ისინი მშვენივრად იგებენ უკან. 

კახა ოქრიაშვილი ჯერ "ნაციონალი" რომ იყო და ახლა რომ ხელისუფლებაშია გადმომხტარი. ახლაც შეწირა 120 ათასი ლარი, მისმა კომპანიებმა "ქართულ იცნებას". 3 წლის განმავლობაში მან 70 მილიონის ტენდერები აქვს მოგებული მის კომპანიებს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

გახარია: წელს სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას დავიწყებთ

გახარია: წელს სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას დავიწყებთ

7 წუთის წინ

„ჩვენ გვესმის, რომ პოლიციელისთვის რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე 250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან არ არის იდეალური, თუმცა ეს არის რაც ჩვენ დღეს შევძელით, რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც და ასევე ხაზგასმით...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212