გურიაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაატარეს

გურიაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებთან დაკავშირებით ტრენინგი ჩაატარეს

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქალაქისა და სოფლის რწმუნებულებს ტრენინგი ჩაუტარდათ,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმიწფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

რწმუნებულები ოზურგეთის მოსახლეობას მიაწვდიან ინფორმაციას, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ბრძოლა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საცხოვრებელ სახლებში, საკარმიდამო ფართობებსა და შენობებში. მოსახლეობაში დარიგდება საინფორმაციო ბროშურები და ბუკლეტები, თითოეულ ოჯახს გაეწევა აგიტაცია პროპაგანდა.

აღნიშნულ პროცესში ჩართულია სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველო, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამსახურები, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

"ერთიანი ბრძოლით შესაძლებელია მავნებელთან გამკლავება. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა ფერმერების აქტიური ჩართულობით მოხერხდება. მავნებლის გავრცელების კერებში მობილიზებულია და ინტენსიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკა. ფართობები მუშავდება მსოფლიო ენტომოლოგების მიერ რეკომენდებული ბიფენტრინის ჯგუფის მაღალი ხარისხის პრეპარატებით. გურიის რეგიონში ამ ეტაპზე მავნებლის საწინააღმდეგოდ, სულ 6 ათას ჰექტრამდე ფართობია დამუშავებული. აზიური ფაროსანასთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას. ასევე, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობაც და ქიმიურ პრეპარატებთან ერთად მავნებლის მექანიკური მეთოდებით განადგურება“- აღნიშნა შეხვედრის დასასრულს გურიის გუბერნატორის მოადგილემ, ქეთევან მოისწრაფეშვილმა.
 

თუშეთის საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60 წლამდე კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო

თუშეთის საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60 წლამდე კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო

15 წუთის წინ

 გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანია "გერალის" თანამშრომელი იყო, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა. ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის თქმით, მძღოლმა სატვირთო მანქანა მეწყერსაშიშ ადგილზე გააჩერა, რა დროსაც გზა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237