ლიტვის სეიმის დეპუტატი საქართველოს: უნდა შეწყვიტოთ ერთმანეთის დაპატიმრება

ლიტვის სეიმის დეპუტატი საქართველოს: უნდა შეწყვიტოთ ერთმანეთის დაპატიმრება

საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები და რეგიონული გამოწვევები, ამ საკითხების შესახებ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე მსჯელობენ. ღონისძიებაზე უსაფრთხოებისა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან ერთად, მაღალი რანგის დიპლომატებიც მონაწილეობენ.

როგორც ლიტვის სეიმის დეპუტატი ზიგიმანტას პავილიონისი, საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში აცხადებს, საქართველომ სამი რამ უნდა გააკეთოს - დარჩეს საუკეთესო დემოკრატიად, საუკეთესო ეკონომიად და უნდა შეწყდეს ერთმანეთის დაპატიმრება.

"საქართველომ სამი რამ უნდა გააკეთოს, დარჩეს საუკეთესო დემოკრატიად, საუკეთესო ეკონომიად და უნდა შეწყვიტოთ ერთმანეთის დაპატიმრება. თქვენ უნდა იყოთ კავკასიის მარგალიტი. გაქვთ ეკონომიკური მიღწევები და ბალკანეთის ქვეყნებთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობაც გაქვთ, მაგრამ ისინი NATO-სა და ევროკავშირის წევრები არიან. მოდით, ერთად ვიმუშაოთ, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს.

ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაქვთ ამის შესაძლებლობა, რადგან ობამასგან განსხვავდება მისი პოლიტიკა და სურს, რომ აღადგინოს წითელი ხაზი, რომელიც რუსებმა გადაკვეთეს. ის ამის გაკეთებას შეძლებს, რადგან მახსოვს, ბუქარესტის სამიტზე ქართული დელეგაციის დამწუხრებული სახეები. მაშინ დიდი შეცდომა დავუშვით. ვეწინააღმდეგებოდით გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციას, მაგრამ დავმარცხდით. რუსეთმა გამოიყენა შანსი და მოახდინა თქვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ჩვენ მაშინ ამას 21-ე საუკუნის მიუნხენი ვუწოდეთ, მაგრამ არავინ მოგვისმინა. თუმცა დღეს ყველა აღიარებს, რომ ეს იყო შეცდომა და თუ შეცდომა დავუშვით, მოდით, გამოვასწოროთ", - აღნიშნავს პავილიონისი.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

1 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176