ბზეჟინსკი: საქართველოს ბორდერიზაციის გამო, ანტირუსული სანქციების დაწესებას მხარს დავუჭერდი

ბზეჟინსკი: საქართველოს ბორდერიზაციის გამო, ანტირუსული სანქციების დაწესებას მხარს დავუჭერდი

საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები და რეგიონული გამოწვევები, ამ საკითხების შესახებ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე მსჯელობენ. ღონისძიებაზე უსაფრთხოებისა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან ერთად, მაღალი რანგის დიპლომატებიც მონაწილეობენ.

როგორც აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის ანალიტიკოსი იან ბზეჟინსკი, საქართველოსთან მიმართებაში რუსული აგრესიისა და პროპაგანდის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ, გაცილებით მეტის გაკეთებაა შესაძლებელი, ვიდრე კეთდება.

"რაც შეეხება რუსეთს, ვფიქრობ, დასავლეთს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, სრულად არ გამოუყენებია თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ბევრად უფრო მეტი რამის გაკეთება შეიძლება. ეკონომიკური სანქციები უფრო მიმართულია ინდივიდებზე, ვიდრე კომპანიებზე, რომლებიც აქტიურად იზიდავენ თანხებს რუსეთისთვის.

მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება სამხედრო კუთხითაც, მაგალითად, კიდევ უფრო რომ გაძლიერდეს ალიანსის აღმოსავლეთის ფრონტი. ამ ეტაპზე, NATO-ს სამხედრო ყოფნა ძალიან მცირეა. მე მხარს დავუჭერდი რუსეთის მხრიდან საქართველოში მიმდინარე ბორდერიზაციის გამო, სანქციების დაწესებასაც", - აღნიშნავს ბზეჟინსკი.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

1 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176