12 სექტემბერს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა

12 სექტემბერს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა

ტურნირის დაწყებამდე შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსებ მაკრახიძემ, ლეგენდარული გორელი ფეხბურთელის შვილმა და შვილიშვილმა თენგიზ ბურჯანაძის მემორიალური დაფა გახსნეს.

თენგიზ ბურჯანაძის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ შეჯიბრებაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 8 გუნდი იღებს მონაწილეობას. გუნდები 2004 წელს დაბადებული მოზარდებითაა დაკომპლექტებული. ღონისძიების გახსნითი მატჩი ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გორის ,,დილასა“ და თბილისის ,,საბურთალოს“ შორის ანგარიშით 2:0 დასრულდა სტუმარი გუნდის სასარგებლოდ.

მატჩებს ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფეხბურთის კლუბ ,,გორთან“ არსებული გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლა მასპინძლობს.
ფინალური შეხვედრა 15 სექტემბერს ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ტურნირი ა(ა)იპ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ფეხბურთის კლუბ ,,გორის“ და ფეხბურთის რეგიონალური ფედერაციის ინიციატივითა იმართება.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, გამარჯვებულ გუნდან ერთად დაჯილდოვდებიან ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები, რომლებსაც სპეციალურად შექმნილი კომისია გამოავლენს. 

შეჯიბრება, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება და პოპულარიზაციაა, სპორტის განვითარების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს.
13.09.2017

 

თუშეთის საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60 წლამდე კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო

თუშეთის საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60 წლამდე კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო

14 წუთის წინ

 გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანია "გერალის" თანამშრომელი იყო, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა. ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის თქმით, მძღოლმა სატვირთო მანქანა მეწყერსაშიშ ადგილზე გააჩერა, რა დროსაც გზა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237