ბზეჟინსკი: საქართველოს მისწრაფებებისადმი ასეთი მიდგომა დასავლეთის შეცდომაა

ბზეჟინსკი: საქართველოს მისწრაფებებისადმი ასეთი მიდგომა დასავლეთის შეცდომაა

საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივები და რეგიონული გამოწვევები, ამ საკითხების შესახებ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე მსჯელობენ. ღონისძიებაზე უსაფრთხოებისა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტებთან ერთად, მაღალი რანგის დიპლომატებიც მონაწილეობენ.

როგორც აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამის ანალიტიკოსი იან ბზეჟინსკი, აღნიშნული ფორუმის ფარგლებში აცხადებს, რომ დასავლეთის შეცდომას, საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისადმი ასეთი მიდგომა წარმოადგენს.

"მე, როგორც ამერიკელმა, რომელიც დაინტერესებულია ევროატლანტიკური უსაფრთხოებით, შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ჩემი აზრით, დასავლეთის შეცდომაა საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისადმი ასეთი მიდგომა. ყოველთვის ვიმედოვნებ, რომ უფრო გადაწყვეტილად და პოზიტიურად ვიმოქმედებთ NATO-ს უსაფრთხოების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ასე უფრო ნათელი განსაზღვრება გვექნება ამ მისწრაფებების მხარდაჭერის საკითხებთან დაკავშირებით", - აღნიშნავს ბზეჟინსკი.

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

კიმ ჩენ ინი: ჩრდილოკორეელები გარედან ზეწოლას ებრძვიან

1 საათის წინ

"ყველაზე რთულ და მძიმე პირობებში ისინი სასწაულების ისტორიას წერენ", - განაცხადა მან. კიმ ჩენ ინის თქმით, რიგი ქვეყნები, შემზღუდავი ზომების დაწესებით, "ჩრდილოეთ კორეას განვითარების გზაზე სირთულეებს უქმნიან." ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176