სოზარ სუბარი:"ქართულ მარშს" ან გაგების უნარი აქვს დაკარგული, ან შეგნებულ პროვოკაციაზე მიდის

სოზარ სუბარი:"ქართულ მარშს" ან გაგების უნარი აქვს დაკარგული, ან შეგნებულ პროვოკაციაზე მიდის

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, "ქართული მარშის" წარმომადგენლებს მიწის გასხვისებაზე საკანონმდებლო ცვლილების გაგების უნარი აქვთ დაკარგული, ან პროვოკაციას აწყობენ.

"ის თემა, რაზეც ისინი გუშინ აქციას აწყობდნენ, ბევრ რაღაცაზე მეტყველებს. ამ ადამიანებს არ შეუძლიათ გაგება იმ ელემენტარული კანონის ფორმულირების, რომელზეც არის ლაპარაკი, იმ ძალიან საჭირო ცვლილებების გაგების უნარი აქვთ დაკარგული, ან კარგად ესმით, მაგრამ შეგნებულად მიდიან პროვოკაციაზე. შესაბამისად, ისინი ვის საქმეს აკეთებენ, ჩაეკითხონ თავის თავს, რომელი პარტიის ან საქართველოს რომელი მეგობრობის საქმეს აკეთებენ, როცა ასეთ შეგნებულ პროვოკაციაზე მიდიან", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. 

ცნობისთვის, "ქართულმა მარშმა" გუშინ საპროტესტო აქცია გამართა, სოროსის ფონდის და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ოფისებთან. მათ მოთხოვნა იყო, რომ ქართული მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ გასხვისდეს. 

გახარია: წელს სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას დავიწყებთ

გახარია: წელს სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას დავიწყებთ

7 წუთის წინ

„ჩვენ გვესმის, რომ პოლიციელისთვის რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე 250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან არ არის იდეალური, თუმცა ეს არის რაც ჩვენ დღეს შევძელით, რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც და ასევე ხაზგასმით...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212