ელენე ხოშტარია: პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, სატვირთო რკინიგზის გადატანაა

ელენე ხოშტარია: პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, სატვირთო რკინიგზის გადატანაა

„პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის სატვირთო რკინიგზის გადატანის პროექტი. ამის შემდეგ უკვე სპეციალისტებთან ერთად ურბანული განვითარების გეგმა უნდა დაიდოს“, - ასე უპასუხა „აიპრესის“ კითხვას თბილისის მერობის კანდიდატმა „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარიამ იმაზე თუ რას ფიქრობს ე.წ. ელიავას ბაზრობის გადატანის საკითხზე და როგორ მოგვარდება ეს საკითხი თუ თბილისის მერი გახდება.

ხოშტარიას თქმით, ელიავას ბაზრობის გადატანის საკითხზე საუბარი ზედაპირულია და ეს საკითხი დიდუბის რაიონის ერთობლივი განვითარების ფარგლებში უნდა იყოს განხილული.

თბილისის მერობის კანდიდატმა ამ საკითხზე თბილისის გენერალური გეგმის შეფასებისას ისაუბრა. ინტერვიუს ეს ნაწილი "აიპრესმა" უკვე შემოგთავაზათ, ხოლო სრულ ინტერვიუს ჩვენს მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

„აბსოლუტურად ზედაპირულია საუბარი, რომ დღეს იმ ტერიტორიიდან ელიავას ბაზრობა გადავიდეს. ბაზრობის გადატანა უბნის ცვლილებას არ მოიტანს. გამწვანებაც არ მოიტანს. მით უმეტეს ის გეგმა რაც არის. დიდი სავაჭრო ცენტრი აბსოლუტურად არაფრის მომტანი არ იქნება ქალაქისთვის. ჩვენ თუ არ გვექნება ქალაქის განვითარების კომპლექსური ხედვა, ასე უბრალოდ ბაზრობის სადღაც გადატანით არაფერი არ მოხდება.

ფუნდამენტურად ქალაქი შეიცვლება, მათ შორის სარეკრეაციო ზონების გაჩენის შესაძლებლობაც გაჩნდება მხოლოდ მას შემდეგ რაც გადავა რკინიგზა. დღეს, დიდუბის პრობლემა არის არა უბრალოდ ელიავას ბაზრობა, არამედ ის სარკინიგზო მეურნეობები, რომელიც თან სდევს სატვირთო რკინიგზას. ამიტომ, სატვირთო რკინიგზის გადატანის შემთხვევაში გვიჩნდება ბევრი შესაძლებლობა. რომ დიდუბეში გაკეთდეს ცენტრალური პარკი, შეიძლება ბაზრობაც იყოს, შეიძლება იყოს საჯარო სივრცე, სადაც მათ შორის გარევაჭრობაც იქნება... ამიტომ დღეს საუბარი ცალკე აღებული ელიავაზე, მთლიანად დიდუბის განვითარების გარეშე აბსოლუტურად არასწორი იქნება.

პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის სატვირთო რკინიგზის გადატანის პროექტი. ამის შემდეგ უკვე სპეციალისტებთან ერთად ურბანული განვითარების გეგმა უნდა დაიდოს, სადაც აუცილებელია მწვანე კომპონენტი, აუცილებელია საჯარო სივრცეები, მათ შორის გარე ვაჭრობით, აუცილებელია საფეხმავლო სივრცეები, ქალაქის ისე განვითარება, სადაც მხოლოდ ავტომაგისტრალები არ არის და მხოლოდ კორპუსები არ შენდება. აღარ უნდა იყოს ის შეცდომები, რაც დავუშვით 90-იან წლებშიც და შემდეგაც. ამიტომ თუ ასე კომპლექსურად არ შევხედეთ და მარტო ერთი ბაზრობის საკითხზე ვისაუბრეთ, ამას აბსოლუტურად არაფერი ეშველება.

აუცილებლად უნდა გვესმოდეს, რომ „ელიავას ბაზრობის“ გადატანა, ან რაიმე ცვლილება არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მცირე ბიზნესის დასუსტების ხარჯზე. ერთი მხრივ იქ არიან მცირე ბიზნესმენები და მეორე მხრივ ძალიან გაჭირვებული ადამიანები. ამიტომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს გრძელვადიანი და ამ ადამიანების ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, თბილისის გენგეგმის ჯგუფის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელმა "აიპრესთან" საუბრისას წინა ხელისუფლების დროს შექმნილი რკინიგზის პროექტი გააკრიტიკა.

გახარია: წელს სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას დავიწყებთ

გახარია: წელს სოციალური კომპონენტის გასაძლიერებლად ბინათმშენებლობის ახალ პროგრამას დავიწყებთ

7 წუთის წინ

„ჩვენ გვესმის, რომ პოლიციელისთვის რომელიც ზრუნავს სხვა მოქალაქის უსაფრთხოებაზე 250 ლარი დღევანდელი ხელფასიდან არ არის იდეალური, თუმცა ეს არის რაც ჩვენ დღეს შევძელით, რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავაგრძელებთ მომავალი წლიდანაც და ასევე ხაზგასმით...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212