პრემიერი: ბორდოში საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც მეღვინეობის სამშობლო

პრემიერი: ბორდოში საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც მეღვინეობის სამშობლო

ხვალ საფრანგეთში, ბორდოში, ღვინის ცივლიზაციის მსოფლიო ცენტრში გაიხსნება გამოფენა - "საქართველო - მეღვინეობის აკვანი". ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბორდოში, სადაც მეღვინეობის დარგის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან ჩავლენ, საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც მეღვინეობის სამშობლო.

" ეს არის მრავალი წლის მიზანმიმართული მუშაობის შედეგი. ვფიქრობთ, ჩვენს მოსახლეობას უნდა მივულოცოთ. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა. ასეთ მნიშვნელოვან ადგილას, სადაც ჩავლენ მთელი მსოფლიოდან ღვინის დარგის სპეციალისტები, ექსპერტები, ღვინის ბაზრის წარმომადგენელი კომპანიები, საქართველო იქნება წარმოდგენილი, როგორც მეღვინეობის სამშობლო და ჩვენ რა თქმა უნდა კარგად მოვემზადეთ ამ გამოფენისთვის. იქნება კულტურული ღონისძიებები, ასევე მაღალი დონის შეხვედრები. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს სრულიად ახალ პერსპექტივას უქმნის არა მხოლოდ ღვინის, არამედ საერთოდ კულტურულ სამყაროში, ქვეყნის წარმოჩენის კუთხით, როგორც ღვინის სამშობლოსი, როგორც უძველესი კულტურისა და ცივლიზაციის ქვეყნის. ამიტომ, ნამდვილად გილოცავთ ამ ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

21 მაისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "ის უზარმაზი ტკივილი, რომელიც თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება ბოლომდე...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237