ფოთში, საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ფოთში, საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ფოთში თამარ მეფის ქუჩაზე, საერთო საცხოვრებლის კორპუსიდან ჩამოვარდნილი სამი წლის ბავშვის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. ის ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მას თავისა და სხეულის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება:

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამი წლის ბავშვი შემოიყვანა. მას პოლიტრავმები აღენიშნებ. დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტის მდგომარეობა მძიმე, არასტაბილურია'' - განაცხადა ფოთის ცენტრალური საავდამყოფოს მენეჯერმა თეა მიგინიეიშვილმა. 

როგორც "აოპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით).

Google საქართველოს დროშით და მსოფლიოს პირველი პირების მილოცვა საქართველოს - დამოუკიდებლობის დღე

Google საქართველოს დროშით და მსოფლიოს პირველი პირების მილოცვა საქართველოს - დამოუკიდებლობის დღე

41 წუთის წინ

წელს, საქართველო, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების მეასე წლისთავის აღსანიშნავს. ამ დღეს, საქართველოსთან ერთად, მთელი მსოფლიო ეხმაურება. Google-ის მთავარ გვერდზე საქართველოს დროშა და მთებია გამოსახული. პრეზიდენტის ადმინისტრაციის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237