"შენების მოძრაობის“ ქუთაისი მერობის კანდიდატი წინა საარჩევნო პროგრამას საბოლოო სახეს აძლევს

"შენების მოძრაობის“ ქუთაისი მერობის კანდიდატი წინა საარჩევნო პროგრამას საბოლოო სახეს აძლევს

"ყოველდღიურ რეჟიმში სოციალური ქსელის საშუალებით ჩვენ შვაჯამებთ დღეს და შევაჯერებთ ყველაფერს რაც ეხება ქალაქის ცხოვრებას და ფუნქციონირებას“- აღნიშნულის შესახებ "აიპრესთან" ქუთაისის "შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადა.

როგორც გოგლიჩიძე განმარტავს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველსაყოფად გაიხსნება საჯარო დისკუსიის ფორმატი, სადაც ქუთაისის ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ სრულფასოვნად ჩაერთონ ქალაქის პრობლემების იდენტიფიცირებაში, გაეცნონ შენების მოძრაობის გეგმებს პრობლემების მოგვრებასთან დაკავშირებით და გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები.

“ჩვენ დღეს გავახმოვანეთ შენების მოძრაობის ინიციატივა მოქალაქეთა ჩართულობის პლათფორმის ამოქმედების შესახებ, რომელიც რამდენიმე მიმართულებით საქმიანობას მოიაზრებს, ამ პლათფორმის ფარგლებში, წინა საარჩევნო პერიოდში შენების მოძრაობა გააჟღერებს დღის მთავარ თემებს და აქტუალურ საკითხებს. ჩვენ ყოველ დღე შევხვდებით მოსახლეობას, წარმოვადგენთ საკუთარ ხედვას ქალაქში არსებული პრობლემებისა და მათი მოგვარების შესახებ. მოქალაქეებს ექნებათ საშუალება საკუთარი პოზიციები გამოხატონ ჩვენს შეთავაზებებთან დაკავშირებით, ასევე თავად ჩამოაყალიბონ პრობლემების შესახებ პოზიციები. ყოველდღიურ რეჟიმში სოციალური ქსელის საშუალებით ჩვენ შვაჯამებთ დღეს და შევაჯერებთ ყველაფერს რაც ეხება ქალაქის ცხოვრებას და ფუნქციონირებას. ამ გზით მივცემთ ჩვენს წინა საარჩევნო პროგრამას საბოლოო სახეს.“- განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.

თუშეთის საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60 წლამდე კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო

თუშეთის საავტომობილო გზის დამეწყრილ მონაკვეთზე 60 წლამდე კაცი წყალში გადავარდა და დაიხრჩო

11 წუთის წინ

 გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი კომპანია "გერალის" თანამშრომელი იყო, რომელიც გზის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა. ახმეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის თქმით, მძღოლმა სატვირთო მანქანა მეწყერსაშიშ ადგილზე გააჩერა, რა დროსაც გზა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237