429 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

429 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაცით, 16 სექტემბერს 429 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასევე, 2018 წელს 700-მდე დევნილი მიიღებს სახლს.

"ქუთაისში 16 სექტემბერს 429 დევნილ ოჯახს გადაეცემა ბინები. ეს უკვე არის არის დაახლოებით 1500 დევნილი მოქალაქე. ჩვენ ამ მიმართულბეით გავაგრძელებთ მუშაობას. ასევე, ქუთაისსა და წყალტუბოში უკვე დაწყებულია ახალი კორპუსების მშენებლობა და 2018 წელს 700-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს დამატებით ბინას",- აღნიშნა პრემიერმა.

2013 წლიდან დღემდე მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე დაახლოებით, 15 551 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

მუსლიმური სამყარო ხვალ ყურბან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს

მუსლიმური სამყარო ხვალ ყურბან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს

44 წუთის წინ

ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, მუსლიმისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ყურბან ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება და აბრაამის მსხვერპლშეწირვის ლეგენდას უკავშირდება. სწორედ ამ დღეს მუსლიმი...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176