ლევან იზორია ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

ლევან იზორია ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP) გაამახვილა ყურადღება, რომელიც მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. 

საუბარი შეეხო ერთობლივ წვრთნებს, Noble Partner-სა და Agile Spirit-ს, რომელიც საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩატარდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ გლობალური უსაფრთხოების დამყარების პროცესში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ხაზგასმით აღნიშნა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები დადებითად შეაფასა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობა მზარდი და სტრატეგიულია:

„გვქონდა ძალიან საინტერესო და საფუძვლიანი საუბარი. 

მიმოვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის ცალკეული ასპექტები. განსაკუთრებით ხაზი გავუსვით იმ მზარდ დინამიკას, რომელიც თავდაცვის სფეროში გვაქვს როგორც ორმხრივი, ისე მრავალეროვნული თანამშრომლობის თვალსაზრისით. 

ჩვენ გვაქვს მართლაც ნაყოფიერი და მზარდი თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, მომავლის გეგმებზეც ვიმსჯელეთ, კერძოდ, ყველაზე ამბიციური პროგრამის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მოსამზადებელ ეტაპებზე ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა განვახორციელოთ მომავალი წლიდან სამი წლის განმავლობაში ეს პროგრამა წარმატებულად. ასე რომ, დინამიკა პოზიტიური და მზარდი, მხარდაჭერა ძალიან ძლიერია “, - განაცხადა ლევან იზორიამ. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
 

 ნოდარ ჩაჩუა: გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა, ჩემი სახლიდან მარიხუანას გარდა არაფერი ამოუღიათ

ნოდარ ჩაჩუა: გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა, ჩემი სახლიდან მარიხუანას გარდა არაფერი ამოუღიათ

1 საათის წინ

"პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც ამ თითქმის 48 საათის განმავლობაში ჩემზე იფიქრა და იდარდა. კარგად გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა:)) მადლობა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის წყალობითაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237