ბათუმის სასამართლომ ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე პატიმრობაში დატოვა

ბათუმის სასამართლომ ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე პატიმრობაში დატოვა

ჩხვირკია-ღოღობერიძის აღკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლის საკითხი ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ეხლახანს გამოაცხადა. 

"ეს იმ მოსამართლის გადაწყვეტილებაა, რომელიც აცხადებს რომ პოლიტიკური გავლენის ქვეშ არ ექცევა" - ეს განცხადება ირაკლი ჩხვირკვიამ აღნიშნული გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ სასამართლო დარბაზის დატოვების დროს გაააკეთა.

გუშინ ბათუმის საქალაქო სასამართლო დაახლოებით 2 საათი მსჯელობდა ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული ორი პირის აღკვეთი ღონისძიების საკითხზე, გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად კი მოსამართლემ ერთდღიანი შუალედი აიღო. ბათუმის არეულობის მოწყობაში მონაწილე 21 პირი სისხლის სამართლის მუხლით დააკავეს, მათგან 19 პირი საპროცესო შეთანხმებას დათანხმდა, ერთი არასრულწლოვანი გირაოს სანაცვლოდ გაათავოსუფლეს, ლაშა დეკანაძის საკითხს კი ოარალელურ რეჟიმში ამ დრომდე განიხილავს ბათუმის საქალაქო სასამართლო.

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

8 საათის წინ

უწყების ცნობით,  2017 წლის 29 დეკემბერს, ცივი იარაღით შეიარაღებული, ნიღბიანი რ.გ., თანამზრახველებთან ერთად, წალკის რაიონის სოფელ აიაზმაში, ყაჩაღურად თავს დაესხა 1954 წელს დაბადებული ნ.მ.-ს საცხოვრებელ სახლს. თავდამსხმელებმა ქალბატონს სიცოცხლის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237