სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას მოითხოვს

სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას მოითხოვს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ 2017 წლის 8 სექტემბერს ვაშინგტონში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

როგორც უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე იხსენებს, რომ 2017 წლის 16 თებერვალს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. განცხადებაში ასევე ნათქვამია ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას საქართველოს ხელმძღვანელობასთან, რათა გააუმჯობესდეს საქართველოს სამხედრო მზადყოფნა და გაღრმავდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა.

„მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ პერსპექტივები გაცვალეს. საქართველომ მიმოიხილა ეროვნული სამხედრო სტრატეგია და მისი განხორციელება. ამერიკის შეერთებული შტატებმა საქართველოს მიაწოდა ინფორმაცია, თავდაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამხრეთ აზიაში არსებული პოლიტიკის თაობაზე, 21 აგვისტოს შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს გრძელვადიან და სტრატეგიულ მიდგომებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, რომელიც თითოეული ქვეყნის უსაფრთხოებას ზრდის და რეგიონალურ სტაბილურობას და გლობალურ უსაფრთხოებას აძლიერებს“,-ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ მხარეებმა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრეს. მათი ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის გამო.

„მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის / ცხინვალის რეგიონებიდან ჯარების გაყვანა. შეერთებული შტატები ძლიერ შეშფოთებას გამოთქვამს მიმდინარე ე.წ. "ბორდერიზაციასთან" დაკავშირებით. შეერთებულმა შტატებმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ მხარს უჭერს 2016 წლის მაისში გიგა ოთხოზორას მკვლელობაში ეჭვმიტანილების დასჯას“,-ნათქვამია განცხადებაში. მათი ცნობით, მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერსპეტივები განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ ორმხრივი თანამშრომლობა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებას 16 თებერვალს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო განაგრძობს დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას.

გახარია: გამოძიების ხარისხზე აქცენტი ჩვენი ძირითადი კომპონენტია, რაზეც უახლოეს წლებში ვიმუშავებთ

გახარია: გამოძიების ხარისხზე აქცენტი ჩვენი ძირითადი კომპონენტია, რაზეც უახლოეს წლებში ვიმუშავებთ

15 წუთის წინ

"მინდა გითხრათ ის მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებიც ყველანაირი საბიუჯეტო დამატებების გარეშე ჩვენ განვახორციელეთ, ეს გახლავთ ის რომ ჩვენ დავიწყეთ და წლის ბოლომდე ძირითად ნაწილში დავასრულებთ ახალ შენობას საექსპერტო კრიმინალისტიკური...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212