ესტონური ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10 გადაცემას ამზადებს

ესტონური ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10 გადაცემას ამზადებს

ესტონეთის  ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეკომპანია “Kanal-2”  საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ 10 გადაცემას ამზადებს. აღნიშნულის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

თითო საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაეთმობა და  ერთსაათიანი იქნება. ესტონელი ჟურნალისტები საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფებიან. პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, თელავი, სიღნაღი, ანანური, გუდაური, სტეფანწმინდა მოინახულეს და ტურისტული ადგილები გადაიღეს.

ჟურნალისტებმა მონაწილეობა მიიღეს: ველოტურში, რაფტინგსა და  პარაპლანით ხტომაში, რუსთავის ავტოდრომზე კი დაესწრნენ რბოლას. გადამღები ჯგუფის წევრებს ძველ თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შეხვდა. ესტონელმა ჟურნალისტებმა გიორგი ჩოგოვაძესთან ინტერვიუ ჩაწერეს.   პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები აჭარას მოინახულებენ და შავი ზღვის კურორტების პოტენციალს გაეცნობიან.  საქართველოს შესახებ გადაცემებს ესტონელი მაყურებელი სექტემბრის ბოლოდან დეკემბრის ჩათვლით იხილავს.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

26 მაისი, 2018

სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი, რომელსაც დღესასწაულის მონაწილეები სტუმრობენ და ათვალიერებენ. აქსის თაუერსი თბილისის მომავლის სახეა და ნათლად აჩვენებს, თუ როგორი იქნება, სწორი დეველოპმენტის განხორციელების შემთხვევაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237