აღებული რევანში და გატეხილი ნავსი - ლიონელ მესიმ ჯანლუიჯი ბუფონს გაუტანა

აღებული რევანში და გატეხილი ნავსი - ლიონელ მესიმ ჯანლუიჯი ბუფონს გაუტანა

  • სპორტი
  • 13 სექტემბერი, 2017
  • 10:53
  • ადმინისტრატორი

გუშინ ''ჩემპიონთა ლიგა'' დაიწყო. გამართულ მატჩებს შორის გამორჩეული ''ბარსელონა-''იუვენტუსის'' დაპირისპირება გამოდგა, რომელიც კატალონიელების გამარჯვებით, ანგარიშით 3-0 დასრულდა.

თანაბარი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ლუის სუარესთან გათამაშებული კომბინაცია ლიონელ მესიმ გოლით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს მესის პირველი გოლია ჯანლუიჯი ბუფონის კარში - აქამდე გამართულ 3 შეხვედრაში არგენტინელისთვის ლეგენდარული იტალიელის კარი აუღებელი რჩებოდა. 

მესის გოლი ''იუვენტუსის'' გასატეხად საკმარისი აღმოჩნდა - მეორე ტაიმში ''ბარსამ'' ორი უპასუხო ბურთი გაიტანა, მათ შორის ერთი კვლავ ლიონელ მესის ანგარიშზეა - არგენტინელმა ინიესტას პასის შემდეგ დიდოსტატურად ითამაშა, 2 მეტოქე ჩამოიცილა და ჯანლუიჯი ბუფონს აუღებელი დაურტყა - 3-0.

ეს გამარჯვება კატალონიელების მხრიდან ერთგვარი რევანშია წინა სეზონში 1/4 ფინალში განცდილი მარცხის გამო.

დღის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავია ინგლისური გუნდების წარმატებული დაბრუნება ლიგაზე: ''მანჩესტერმა'' ''ანდერლეხტი'' 3-0 დაამარცხა, ხოლო ლონდონის ''ჩელსიმ'' დებიუტანტი ''ყარაბაღი'' არ დაინდო: 6-0.

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

2 საათის წინ

ლევანმა დღეს მოტეხილი ხელით იბრძოლა იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ და დამარცხდა. ამ ბაშოზე დღემდე ორივე სუმოისტი ერთნაირი შედეგით - 12 გამარჯვება ერთადერთი მარცხის წილ, ინაწილებდა პირველ-მეორე ადგილებს. მეტოქეები წელს ორჯერ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237