ქობულეთის მერობის კანდიდატი: ქობულეთი დადგება ახალი გამოწვევების წინაშე

ქობულეთის მერობის კანდიდატი: ქობულეთი დადგება ახალი გამოწვევების წინაშე

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქარველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი, მირიან ქათამაძე, აღნიშნულ პოზიციაზე წარდგენას მის ცხოვრებაში ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ნდობის გამოცხადება მშობლიური მუნიციპალიტეტის წინაში დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს,- ამის შესახებ ინფრომაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.  

როგორც ქათამაძემ ჟურნალისტებს ბათუმში, საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განუცხადა, ქობულეთი დადგება ახალი გამოწვევების წინაშე, რასაც გაბედული იდეები სჭირდება და რასაც ასევე გაბედული და კავალიფიციური ადამიანებისაგან დაკომპლექტებული გუნდი განახორციელებს.

„ჩემი ქობულეთელების მხარდაჭერით ძალიან ბევრის გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესი მაქსიმალურად შეუქცევადი გახდეს. ქობულეთი იქნება ერთ-ერთი მაგალითი იმისა თუ როგორია „ძლიერი თვითმმართველობა, ძლიერი საქართველოსთვის“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

მირიან ქათამაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა

პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებები 763 314 ლარი დაუჯდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებები 763 314 ლარი დაუჯდა

1 საათის წინ

"საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი და მიზნობრივი ხარჯვის ხელშეწყობის მიზნით, ბიუჯეტის დაგეგმვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი დასაბუთებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, საბიუჯეტო განაცხადის თანახმად...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176