"ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი: მოვდივარ კონკრეტული პროგრამით

"ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი: მოვდივარ კონკრეტული პროგრამით

„არ მოვდივარ ცარიელი ხელებით, მოვდივარ კონკრეტული პროგრამით, რომელიც დაფუძნებულია ოთხ ძირითად მიმართულებაზე”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ განუცხადა.,- ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნება" ავრცელებს.

მისივე განმარტებით, ეს მიმართულებები, პირველ რიგში, არის ბათუმელების საჭიროებაზე დაყრდნობილი ურბანული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ასევე, ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება, მუნიციპალური სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესება და ზოგადად, ქალაქის სივრცითი და ფუნქციური განვითარება.

ბათუმის მერობის კანდიდატმა მმართველ გუნდს ნდობის გამოცხადებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოლოდინებს გაამართლებს და ბათუმის განვითარებისთვის ბევრ საინტერესო პროექტს განახორციელებს.

ლაშა კომახიძე ბათუმის მერობის კანდიდატად დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

12 საათის წინ

"400 000 ამომრჩეველი რომ ჰყავს იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც მე ხმას არ ვაძლევ და მეტს გეტყვით, ამ ხელისუფლების მოყვანაში, ჩემი როგორც ერთი მოქალაქის დიდი წვლილი იყო. მე მიხეილ სააკაშვილისთვის ხმა არ მიმიცია. მთელი ამდენი ხნის...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072