საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ფლეი ოფის პირველი მატჩი რუმინეთში ფრედ დაასრულა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ფლეი ოფის პირველი მატჩი რუმინეთში ფრედ დაასრულა

  • სპორტი
  • 12 სექტემბერი, 2017
  • 21:49
  • მაგდა კლდიაშვილი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის ფლეი ოფის პირველი შეხვედრა, რუმინეთში, გასვლაზე, ფრედ - 2:2 დაასრულა და განმეორებითი შეხვედრის წინ, საკუთარ არენაზე გარკვეულ უპირატესობასაც ფლობს.

ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა ანგარიში ნიკაკურტანიძის გოლით გახსნეს, უპირატესობა ორამდე კი ბუთა კაკაბაძემ გაზარდა. შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველებმა 0:2 მოიგეს.

პირველისგან განსხვავებით, მეორე ნახევარი ქართველებისთვის არც თუ სასიამოვნოდ დაიწყო. რუმინეთმა გათანაბრება მოახერხა, ამის შემდეგ კი ანგარიში აღარ შეცვლილა.

განმეორებითი დაპირისპირება, 26 სექტემბერს, თბილისში, სპორტის ახალ სასახლეში შედგება. აღნიშნულ შეხვედრაში, ავთანდილ ასათიანის გუნდს ნებისმიერი ანგარიშით მოგება აძლევს ხელს. 

ამ წყვილის გამარჯვებული 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, რომელსაც სლოვენია იანვარ-თებერვალში უმასპინძლებს. 

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

2 საათის წინ

ლევანმა დღეს მოტეხილი ხელით იბრძოლა იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ და დამარცხდა. ამ ბაშოზე დღემდე ორივე სუმოისტი ერთნაირი შედეგით - 12 გამარჯვება ერთადერთი მარცხის წილ, ინაწილებდა პირველ-მეორე ადგილებს. მეტოქეები წელს ორჯერ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237