გოჩა კურდღელია: ჩვენი პრიორიტეტი ფოთში დასაქმების პრობლემის მოგვარება იქნება

გოჩა კურდღელია: ჩვენი პრიორიტეტი ფოთში დასაქმების პრობლემის მოგვარება იქნება

ქართული ოცნების“ფოთის მერობის კანდიდატმა გოჩა კურდღელიამ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედები დაიწყო. მან ამომრჩეველს ქალაქის ცენტრის, კუნძულისა და ნაბადის უბნების მაჟორიტარები _ დავით კვიციანი,თორნიკე შონია და სამსონ კუტალია წარუდგინა.

გოჩა კურდღელიამ მმართველი გუნდის პრიორიტეტად ფოთში დასაქმების პრობლემის მოგვარება დაასახელა და მთავრობის მიერ სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე გაამახვილა ყურადრება.

“მომავალი პროექტებიდან მინდა გამოვყო ფოთში შემოსასვლელი ხიდის და წყალმარეგულირებელი კომპლექსის აგება- რეკონსტრუქცია,რომელიც რკინიგზის ხიდის მშენებლობის პარალელურად განხორციელდება.

2018 წელს აუცილებლად უნდა დასრულდეს ფეხბურთის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა. გაგრძელდება მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია,რომელიც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მოწესრიგდება აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია,აშენდება ოლიმპიური სტანდარტის საცურაო აუზი და სპორტ კომპლექსი სპა სალონებით და ფიტნეს დარბაზებით, ასევე დაგეგმილია სანიაღვრე სისტემის სრული რეაბილიტაცია“ განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ფოთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა,როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნეს,კარდაკარის პრინციპით აპირებენ,თითოეულ ამომრჩეველთან მისვლას და მათი პრობლემების გაცნობას.

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

მარგველაშვილი: მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას (ვიდეო)

1 საათის წინ

"მზე გვაჭერს, ჯარი მინდა, მოედნიდან გავიდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ცერემონიას", - განაცხადა პრეზიდენტმა სამხედრო ფიცის დადების დასრულების შემდეგ.  შეგახსენებთ, დღეს, საქართველო დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სამხედრო ფიცის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237