გია კორკოტაშვილი: ვინმე აპირებდა კალაძესთან შევარდნას და რევოლუციურად რამეს?

გია კორკოტაშვილი: ვინმე აპირებდა კალაძესთან შევარდნას და რევოლუციურად რამეს?

ამ წუთებში თბილისის "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან "ქართული მარშის" მხარდამჭერები აქციას მართავენ. ისინი კალაძესთან ითხოვენ შეხვედრას, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.

მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორი გია კორკოტაშვილი "აიპრესთან" ამბობს, რომ კახი კალაძესთან სალაპარაკოდ მივიდნენ, რადგან აინტერებთ რა პოზიცია აქვს ქართული მიწების უცხოელებზე გაყიდვასთან დაკავშირებით.

"გვინდოდა გვეკითხა, ხარ თუ არა მომხრე ქართული მიწა უცხოელებზე გაიყიდოს. მან შეიძლება გვითხრას არა, ან ჰო და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. აქ პოლიცია რა შუაშია? ვინმე აპირებდა შევარდნას და რევოლუციურად რამეს? ეს სისულელეა, სასაცილოა კახი. ჩვენ გვინდოდა, ბატონი კახი ან მისი შტაბის წევრი გამობრძანდეს და გვითხრას რა აზრის არის ამ თემაზე, პირიქით, ვგულშემატკივრობდით, იქნებ თქვას საჩვენო რამე", - აღნიშნა გია კორკოტაშვილმა.  

- ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში კახი კალაზე ნაძალადევის რაიონში მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფება. 

- მაშინ მიხედოს ნაძალადევის მოსახლეობას. ჩვენი აქ მოსვლის ამბავი კახიმ იცოდა. საქართველოს მიწა არ უნდა გაიყიდოს უცხოელებზე. კახიმ კი არა, ვინც გინდა იმან თქვას, გაიყიდებაო და დამთავრდება იქ ყველაფერი. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებები 763 314 ლარი დაუჯდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებები 763 314 ლარი დაუჯდა

1 საათის წინ

"საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი და მიზნობრივი ხარჯვის ხელშეწყობის მიზნით, ბიუჯეტის დაგეგმვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი დასაბუთებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, საბიუჯეტო განაცხადის თანახმად...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176