უკრაინის პროკურატურა ამოწმებს საქართველოს მოთხოვნას, სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ

უკრაინის პროკურატურა ამოწმებს საქართველოს მოთხოვნას, სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ

უკრაინის პროკურატურა, საქართველოს ხელისუფლების მიერ, სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ მოთხოვნას ამოწმებს. აღნიშნულის შესახებ, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ განაცხადა.

"საქართველოდან, სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ მიღებული მოთხოვნის შემდეგ, შემოწმების მიზნით, მთელი მასალა პროკურატურის ორგანოებში გადაიგზავნა. ეს წინასწარი ეტაპია. იმ შემთხვევაში, თუ შემოწმება პოზიტიურად დასრულდება, მომდევნო საპროცედურო გადაწყვეტილებების მიღება კანონის შესაბამისად იქნება შესაძლებელი", - აღნიშნავს პეტრენკო.

შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბერს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, პოლონეთის მხრიდან, შეგინის სასაზღვრო გამშვები პუნქტით გადავიდა უკრაინაში და ახლა ლვოვში იმყოფება. უკრაინაში, აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებითაა აღძრული.

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

2 საათის წინ

„შეიარაღებული ძალების მეექვსე ფრონტის სივრცითი ფორმირება აუცილებელია...დედამიწის მიღმა ჩვენი ბედი არა მხოლოდ ეროვნული იდენტობის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა ტრამპმა. "ჩვენი პოლიტიკის საბჭო აღნიშნულ საკითხთან...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212