თელავში, სტიქიის შედეგად დაზარალებული 2 ოჯახი კომპენსაციას მიიღებს

თელავში, სტიქიის შედეგად დაზარალებული 2 ოჯახი კომპენსაციას მიიღებს

ოჯახები, რომელთაც წუხანდელი სტიქიის შედეგად, ქარმა საცხოვრებელი სახლების სახურავები დაუზიანა, შესაბამის ფულად კომპენსაციას უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ორი დღის ვადაში მიიღებენ.

"ამ თანხით ისინი სახლის გადასახურად საჭირო მასალას შეიძენენ. ასეთი ოჯახი თელავის მუნიციპალიტეტში ორია, ორივე სოფელ კურდღელაურიდან. ჩვენი ზარალის დამთვლელი კომისიები დღეს დილიდან მუშაობენ და როგორც კი გვეცოდინება თანხა, რაც სახურავების მასალის საყიდლად იქნება საჭირო, შევძლებთ აღმოვუჩინოთ დახმარება ორივე ოჯახს",- განაცხადა "აიპრესთან" საუბრისას თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე შათირიშვილმა.

ცნობისთვის, სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში ჯამში დაახლოებით 190 ჰექტარის ფართობი გაანადგურა.

ფოთში კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

ფოთში კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

1 საათის წინ

ცენტრალურ მოედანზე, სადაც საავტომობილო გზა გადაკეტილია, სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. ეწყობა ანიმაციური და ქართული მხატვრული ფილმების ჩვენება, დაცული ტერიტორიების ვირტუალური დათვალიერება. მსურველებს საშუალება აქვთ სპეციალური სათვალეებით...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237