რუსეთში დიდ ქალაქებში, სკოლებსა და ადმინისტრაციულ შენობებში ევაკუაციაა გამოცხადებული

რუსეთში დიდ ქალაქებში, სკოლებსა და ადმინისტრაციულ შენობებში ევაკუაციაა გამოცხადებული

რუსეთის დიდი ქალაქების სკოლებიდან, რკინიგზის სადგურებიდან, კინოთეატრებიდან და სხვა შენობებიდან მასობრივი ანონიმური ზარების გამო, ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას გამოცემა „ვედომოსტი“ ავრცელებს.

მედიის თანახმად, სატელეფონო ზარები განხორციელდა პერმში, ჩელიაბინსკში, ომსკში, ვლადივოსტოკში, მაგადანში, კრასნოიარსკშის, ეკატერინბურგში, ნოვოსიბირსკში.

სააგენტო „ინტერფაქსი“ პერმის მერის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ანონიმური სატელეფონო ზარებისას მათ აფეთქების შესაძლო საფრთხის თაობაზე ინფორმაცია მიიღეს. მისი თქმით, შვიდი სკოლისა და ადმინისტრაციული შენობებიდა 5,700-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. 

მომხდარის გამო, პერმის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით გაუქმდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც  ქალაქის ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფეთქებადი მოწყობილობების არსებობის თაობაზე ანონიმური შეტყობინება შევიდა. ამავდროულად, მსგავსი სიტუაციაა მთელს რუსეთში. 11 სექტემბერს ჩელიაბინსკში მასობრივი ევაკუაცია განხორციელდა.

სააგენტო „ინტერფაქსის“ წყაროს თანახმად, შეტყობინება „სპამ“ საფოსტო გზავნილის მეშვეობით ხდება. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი საზღვარგარეთიდან არის ორგანიზებული. 

ოპერატიული სამსახურები, პოლიცია და კინოლოგები შენობებს ამოწმებენ. ადგილობრივმა მედიის ცნობით, ევაკუაცია მინიმუმ 10 სკოლიდან, პერმის უნივერსიტეტიდან, რამდენიმე სავაჭრო ცენტრიდან, ავტოსადგურიდან და საცხოვრებელი სახლებიდან განხორციელდა. როგორც სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადეს, ამჟამად, სამართალდამცავები ოპერატიულ და საძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

2 საათის წინ

„შეიარაღებული ძალების მეექვსე ფრონტის სივრცითი ფორმირება აუცილებელია...დედამიწის მიღმა ჩვენი ბედი არა მხოლოდ ეროვნული იდენტობის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა ტრამპმა. "ჩვენი პოლიტიკის საბჭო აღნიშნულ საკითხთან...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212