Washington Examiner: ისტორიაში პირველად, აშშ-ს სახელმწიფო ვალი $ 20 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს

Washington Examiner: ისტორიაში პირველად, აშშ-ს სახელმწიფო ვალი $ 20 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს

ისტორიაში პირველად, ამერიკის სახელმწიფო ვალი $ 20 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ინფორმაციას გამოცემა Washington Examiner ავრცელებს.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მიხედვით, ამ დროისთვის, ეს მაჩვენებელი 20,162 ტრილიონ დოლარს შეადგენს. პუბლიკაციის თანახმად, ეს პირველად პარასკევს, 8 სექტემბერს მოხდა. როგორც გამოცემა იხსენებს, ამ დღეს, აშშ-ს ლიდერმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს ქვეყნის სახელმწიფო ვალის ზღვარის დროებითი ზრდის შესახებ.

როგორც Washington Examiner წერს, მარტის შუა რიცხვებიდან, აშშ-ს დავალიანების ზღვარი $ 19.84 ტრილიონამდე გაიყინა. აღნიშნულის შემდეგ, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო იძულებული გახდა "საგანგებო ზომებისთვის" მიემართა ისე, რომ ფედერალურ მთავრობას შემდგომი სესხების გარეშე შეძლებოდა ფუნქციონირება.

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

2 საათის წინ

„შეიარაღებული ძალების მეექვსე ფრონტის სივრცითი ფორმირება აუცილებელია...დედამიწის მიღმა ჩვენი ბედი არა მხოლოდ ეროვნული იდენტობის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა ტრამპმა. "ჩვენი პოლიტიკის საბჭო აღნიშნულ საკითხთან...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212