უკრაინის საგარეო უწყება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას მოითხოვს

უკრაინის საგარეო უწყება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას მოითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში ჩატარებული „არალეგიტიმური არჩევნების“ გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და აღნიშნულის გამო, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას მოითხოვს. ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

10 სექტემბერს, რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კენჭისყრა გაიმართა. ყირიმის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის დეპუტატები, ხოლო სევასტოპოლში გუბერნატორი აირჩია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ არჩევნების ჩატარებით „რუსეთის ფედერაცია ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას" არღვევს.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, სევასტოპოლში რუსეთის მიერ "არალეგიტიმური არჩევნების" ჩატარებამ უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და ნორმები. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე პირობას დებს, რომ პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც არჩევნების მომზადებისა და ჩატარების პროცესში მონაწილეობა მიიღო. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მკვეთრად დააფისირონ თავიანთი პოზიცია ყირიმის არჩევნებთან დაკავშირებით და "არ შეინარჩუნონ კონტაქტები ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან".

ოკუპირებული ყირიმის ე.წ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ მალიშევმა განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტი კიევის "ნორმალური რეაქციაა".

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

დონალდ ტრამპმა პენტაგონს სამხედრო-კოსმოსური ძალების ფორმირება დაავალა

2 საათის წინ

„შეიარაღებული ძალების მეექვსე ფრონტის სივრცითი ფორმირება აუცილებელია...დედამიწის მიღმა ჩვენი ბედი არა მხოლოდ ეროვნული იდენტობის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - განაცხადა ტრამპმა. "ჩვენი პოლიტიკის საბჭო აღნიშნულ საკითხთან...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212