ბოკუჩავა: "ნაცმოძრაობის" დროს რუს ტურისტებს სურდათ, რუსეთი ყოფილიყო საქართველოსნაირი

ბოკუჩავა: "ნაცმოძრაობის" დროს რუს ტურისტებს სურდათ, რუსეთი ყოფილიყო საქართველოსნაირი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ტელეკომპანია "პირველთან" საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ინტერესი იყო, რომ ქართული სახელმწიფო არ განვითარებულყო. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" დროს ტურისტები საქართველოში ჩამოდიოდნენ და უჩნდებოდათ პრეტენზია, რომ მათი ქვეყანაც საქართველოსნაირი ყოფილიყო. 

"პუტინს არ სურდა წარმატებული ქართული სახელმწიფო, რომელიც იქნებოდა ევროკავშირის წევრი, ქართული სახელმწიფო, რომელიც იქნებოდა "ნატო"-ს წევრი, ქართული სახელმწიფო, რომელიც მას თავისსავე სახელმწიფოში პრობლემას შეუქმნიდა.

იმიტომ რომ რუსი ტურისტები აქ მოდიოდნენ და ნახულობდნენ, როგორ გაიცემოდა პასპორტი, როგორ კვეთდნენ ისინი საზღვარს, თუ როგორ არ არსებობდა ჩვენს ქვეყანაში კორუფცია, თუ როგორ არ არსებობდა ჩვენს ქვეყანაში კრიმინალი, მას პირადად ეს უქმნიდა პრობლემას, რომ მასზე იზრდებოდა მოთხოვნა, რომ რუსეთი ყოფილიყო საქართველოსნაირი. ამის მოსპობა სურდა პუტინს. მისი და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა", - განაცხადა ბოკუჩავამ. 

ქაცარავა: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა-ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციაა

ქაცარავა: ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა-ასოცირების შეთანხმების წარმატებული იმპლემენტაციაა

1 საათის წინ

"ბატონმა მამიკისმა კიდევ ერთხელდაადასტურა ევროკავშირის მტკიცე პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ, განსაკუთრებით კი ასოცირების შეთანხმებისდღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კუთხით. სწორედ ასეთი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080