ლევან დავითაშვილი: ვფიქრობ, რეგიონებს ერთმანეთთან ვაპირისპირებთ და არ მგონია, ეს კარგი იყოს

ლევან დავითაშვილი: ვფიქრობ, რეგიონებს ერთმანეთთან ვაპირისპირებთ და არ მგონია, ეს კარგი იყოს

პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებმა სამეგრელოსა და გურიაში დაზარალებული მოსახლეობისთვის ზარალის ანაზღაურების საკითხი დასვეს.

დეპუტატების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ თუ კახეთში მცირე სტიქიის დროსაც კი ხდება ყურძნის სუბსიდირება, მაშინ გურიასა და სამეგრელოში აზიური ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობის ზარალის მცირედით ანაზღაურება მაინც უნდა მოხდეს. 

ამის საპასუხოდ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებით რეგიონების დაპირისპირება ხდება, რაც კარგი არ არის. 

„საპარლამენტო უმრავლესობას წარმოაგდენდნენ თუ უმცირესობას, დაისვა ერთიდაიგივე საკითხი. როდესაც საუბარია, ჩვენ კახეთში რატომ ვახორციელებთ კომპენსაციებს, რატომ ვურიგებთ კახეთს სუბსიდიებს და ვფიქრობ, ვაპირისპიერბთ რეგიონებს ერთმანეთთან და არ მგონია, კარგი იყოს. 

ვფიქრობ, ჩვენი სამინისტროს მიმართ ასეთი პრეტენზია არასწორია, არ მგონია რომ ჩვენ პრეფერენცირებული დამოკიდებულებები გვქონდეს ვიღაცის მიმართ, თუმცა, არის ღონისძიებები, რომელიც ჩვენ გვაქვს და გვქონდა ბიუჯეტში, ან გაგვიტარებია ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო მემკვიდრეობითობის ელემენტის მატარებელი, რასაც იგივე ვახორციელებდით ყურძნის კულტურაში, თუმცა წელს იცით, რომ ყურძენზე ფასის სუბსიდირებას აღარ ვახდენთ და არც მოვახდენთ მოამავალში, იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური თემა უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მინისტრის შეფასებით, სოფლის მეურნების პოლიტიზირება უნდა დასრულდეს. 

„ვფიქრობ, სოფლის მეურნეობა ამით მხოლოდ ზარალდება. ასევე არ შეიძლება რეგიონების მიხედვით ამ თემის პოლიტიზირება. 

ჩვენ გვქონდა საგაზაფხულო ყინვა და 20 ათასი ჰა დაზიანდა შიდა ქართლის რეგიონში, არ მგონია, რომ ამას განსაკუთრებული რეზონანსი ჰქონდა. დღეს ქართლში არ გვაქვს ხილი და ეს ადამიანები დაზარალებულები არიან, შეიძლება უფრო დიდწილადაც. ამიტომ, ის, რომ საქართველოში დაზარალებულები არიან, ეს არ გვახარებს და არ ვიძახით, რომ თქვენ რომ დაზარალებულები ხართ, სხვებიც არიან. ჩვენ გვტკივა გული, პირადად მტკივა გული თითოეულ დაზარალებულ ფერმერზე და ალბათ ბევრად უფრო, ვიდრე ბევრს, რადგან ეს არის ჩემი სფერო, სფერო საიდანაც მოვდივარ, დღესაც ვარ და ხვალაც ვიქნები, მიუხედავად იმისა ვიქნები თუ არა პოლიტიკაში, რადგან სოფლის მეურნეობა ეს ის საკითხია, რომელშიც მთელი ცხოვრებაა ვმოღვაწეობ. მარტივია მოთხოვნა გარკვეული კომპენსაციების, მაგრამ ვფიქრობ, ალბათ პასუხისმგებლიანი უნდა ვიყოთ იგივე ამ ფერმერებთან, ამ ადამაინებთან, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში ვუქმნით არასწორ მოლოდინებს და პოლიტიკური პროცესის მონაწილედ გვინდა გავხადოთ ფერმერები, ეს არ არის კორექტული და სამართლიანი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

გახარია: გამოძიების ხარისხზე აქცენტი ჩვენი ძირითადი კომპონენტია, რაზეც უახლოეს წლებში ვიმუშავებთ

გახარია: გამოძიების ხარისხზე აქცენტი ჩვენი ძირითადი კომპონენტია, რაზეც უახლოეს წლებში ვიმუშავებთ

11 წუთის წინ

"მინდა გითხრათ ის მსხვილი პროექტების შესახებ, რომლებიც ყველანაირი საბიუჯეტო დამატებების გარეშე ჩვენ განვახორციელეთ, ეს გახლავთ ის რომ ჩვენ დავიწყეთ და წლის ბოლომდე ძირითად ნაწილში დავასრულებთ ახალ შენობას საექსპერტო კრიმინალისტიკური...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212