თოლორაია: სტიქიისას კახეთზე რომ ატყდება ხოლმე განგაში, სამეგრელოსაც ავუნაზღაუროთ ზარალი

თოლორაია: სტიქიისას კახეთზე რომ ატყდება ხოლმე განგაში, სამეგრელოსაც ავუნაზღაუროთ ზარალი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარის ედიშერ თოლორაიას განცხადებით, სამეგრელოსა და გურიაში აზიური ფაროსანას გამო, თხილის მოსავალი განადგურდა, მოსახლეობა კი, შემოსავლის გარეშე დარჩა.

დეპუტატი მოითხოვს, რომ სამეგრელოსა და გურიაში მოსახლეობას ზარალის 10% მაინც აუნაზღაურდეს. 

„უმძიმესი მდგომარეობაა ჩვენს რეგიონში. არ ვიცი რა ნახეთ, ერთ ყანაში იყავით, ორ ყანაში თუ მთლიანობაში ნახეთ მონაცემები... მე მაგალითად ჩემ ოჯახში ვნახე, მეზობლადაც და სხვა სოფლებშიც. ფაქტი სახეზეა, თხილის თემა არ არსებობს, საუბარია არა მოსავალზე, არამედ თხილის კულტურის მოსპობაზე. ფაროსანას დაემატა კიდევ სხვა ავადმყოფობა, გადავიდა სიმინდზე. ჩათვალეთ, სიმინდის თემა ნულამდე დავიდა. დიდი ხანია განგაშის ზარი ჩამოვკარით, მოსახლეობა შიმშილის პირას არის. 

მე არ წარმოვადგენ მარტო ზუგდიდს, მე ქართველი ვარ. ჩემთვის ბორჯომიც პრობლემაა, სვანეთიც, კახეთიც... არ ვამბობ ნიშნის მოგებით, შურით და ეგოიზმით, მაგრამ, როდესაც კახეთში, პატარა სტიქიაზე განგაში ტყდება და სუბსიდირების გაწევა ხდება ყურძენზე თუ სხვა ხილზე, რატომ არ შეიძლება სამეგრელოსა და გურიაში ზარალის 10% მაინც ავუნაზღაუროთ? თუ კახეთში ყურძენი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა, სამეგრელოსა და გურიაში თხილი და სიმინდია. 

კი ბატონო, ტრენინგ-სემინარები კარგია, მაგრამ ტრენინგი და სემინარი დღეს არავის ადგება. 17 სექტემბერს იწყება სკოლა, ზამთარი მოდის, ხალხს არანაირი საშუალება არ აქვს“, - აღნიშნა ედიშერ თოლორაიამ. 

დეპუტატმა კოლეგებს შესთავაზა, მთავრობის წარმომადგელებს შეხვდნენ და გურიისა და სამეგრელოს დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით გამოსავალი იპოვონ. 

„ბოდიშს ვიხდი, არ მაქვს ჩემს პოპულარობაზე საუბარი. ამდენი მაშინ არ მილაპარაკია, როცა კანდიდატი ვიყავი. არ არის ეს ქულების დაწერა, ეს არის პრობლემა, რომელიც დღითიდღე მწვავდება, დავკარგეთ მოსავალი, პრობლემას პრობლემა ემატება“, - აცხადებს ედიშერ თოლორაია. 

ცნობისთვის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებს განიხილავენ. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებები 763 314 ლარი დაუჯდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებები 763 314 ლარი დაუჯდა

1 საათის წინ

"საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი და მიზნობრივი ხარჯვის ხელშეწყობის მიზნით, ბიუჯეტის დაგეგმვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი დასაბუთებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, საბიუჯეტო განაცხადის თანახმად...

USD 2.5779
EUR 2.9344
GBP 3.2752
TRY 0.4176