კახეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში და სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 22 ფაქტი გამოავლინეს

კახეთში, აჭარაში, ქვემო ქართლში და სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 22 ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბოლო დღეებში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 22 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 8-11 სექტემბერს, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 22 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ექვსი ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - ხუთი ფაქტი, კახეთის რეგიონული სამმართველოს შემთხვევაში ასევე - ხუთი, ხოლო აჭარის, ქვემო ქართლისა და აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოების ტერიტორიაზე - ორ-ორი ფაქტი.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 38 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, 77 მ3 წიფლის, რცხილას, მუხისა და წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) და საშეშე მერქანი.

ამავე პერიოდში, ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 2 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი. მასალები, შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

გერმანიის საელჩო გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს

31 წუთის წინ

საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოვლენ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი. ღონისძიების ფარგლებში, მიღების ოფიციალური ნაწილის შემდეგ გერმანიის ელჩის მოადგილე, დოქტორი პეტერ შალერი...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212