ირაკი ჩხვირკიას ადვოკატმა სასამართლო პროცესი დატოვა

ირაკი ჩხვირკიას ადვოკატმა სასამართლო პროცესი დატოვა

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებული პირების მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასამართლო პროცესის არსებითი განხილვა განახლდა. 

ბრალდების მხარეს დღეს 11 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. დაცვის მხარემ, ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატმა სასამართლოს დაწყებისთანავე სასამართლო სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აღნიშნულის არგუმენტად სასამართლო პროცესების ხელოვნურად გაჭიანურება დაასახელა. წინა ორ შემთხვევაში სასამართლო პროცესი მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. დღეს პროცესზე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განმარტა, რომ ღოღობერიძეს გამოკვლევების შედეგად არ დაუდგინდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება.

მოსამართლემ დღეს ჩხვირკვიას ადვოკატი მისი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაათავისუფლა, ჩხვირკვიას კი სახაზინო ადვოკატი ადგილზე თათბირით დაუნიშნა. ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერაბ ღოღობერიძე სიტყვით გამოდის. ჯერჯერობით უცნობია 11-დან რამდენ მოწმეს ექნება სასამართლოპროცესზე გამოსვლის საშუალება. პროცესი 12 საათზე დაიწყო.

გასული თვის მანძილზე, სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 36 ფაქტი გამოვლინდა

გასული თვის მანძილზე, სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 36 ფაქტი გამოვლინდა

5 საათის წინ

სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სახერხ საამქროში რეგისტრაციის გარეშე, სახერხი დანადგარის მონტაჟი   ისჯება ჯარიმით ან/და  ერთ წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთით. სახერხი დანადგარები დაილუქა...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212