სურამში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

სურამში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე სიმონ გულედანს და გუბერნიის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაათვალიერებინა,-ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

 სურამში, რუსთაველის ქუჩის იმ მონაკვეთზე, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში მოვარდნილმა ნიაღვარმა დააზიანა, იგება ფილები, ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი გორგასლის ქუჩა კი უკვე სრულად არის მოასფატებული.

გორგასლის ქუჩაზე დასრულებულია სანიაღვრე არხის მოწყობაც, რომლის არარსებობის გამო სტიქიის დროს საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. რუსთაველის და გორგასლის ქუჩების რეაბილიტაციისთვის 100 224 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე სამუშაოები ოქტომბერში დასრულდება.

ფოთში კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

ფოთში კულტურული და სპორტული ღონისძიებები დილიდან მიმდინარეობს

1 საათის წინ

ცენტრალურ მოედანზე, სადაც საავტომობილო გზა გადაკეტილია, სამხედრო ტექნიკა გამოიფინა. ეწყობა ანიმაციური და ქართული მხატვრული ფილმების ჩვენება, დაცული ტერიტორიების ვირტუალური დათვალიერება. მსურველებს საშუალება აქვთ სპეციალური სათვალეებით...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237