პირველი არხი საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

პირველი არხი საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

პირველი არხი 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს. წელს კონკურსში საქართველოს გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, ავტორებმა და კომპოზიტორებმა ელ.მისამართზე [email protected] უნდა გამოგზავნონ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა და ავტობიოგრაფია.

სიმღერის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს, ხოლო ტექსტი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

განაცხადები მიიღება - 12-დან 25 სექტემბრამდე.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ eurovision-georgia.ge; დაგვიკავშირდით - 2409110.

საბავშვო ევროვიზიის რიგით მეთხუთმეტე კონკურსი საქართველოში, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 26 ნოემბერს გაიმართება. 

ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ლევან გრძელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს

ფოლკლორის ცენტრის გალერეაში ლევან გრძელიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა მიმდინარეობს

19 ივნისი, 2018

ლევან გრძელიძე - პროფესიით ექიმი-კარდიოლოგია. ხატვის ხელოვნებას ის 80-იანი წლებიდან ეზიარა. გამოფენა დაიხურება 22 ივნისს. 

USD 2.4573
EUR 2.8414
GBP 3.2338
TRY 0.5172